ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება - Palitra News

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

2026-03-11 10:03:07+04:00

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს.

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, დებატების სახელწოდებაა - „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“.

აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას ევროპარლამენტარები ხუთშაბათს, 12 მარტს კენჭს უყრიან.