ვიქტორ ორბანი - მომავალი არჩევნების ფსონები ნათელია: უნგრეთი ამ ომში არ უნდა ჩაერთოს - Palitra News

ვიქტორ ორბანი - მომავალი არჩევნების ფსონები ნათელია: უნგრეთი ამ ომში არ უნდა ჩაერთოს

2026-03-11 11:18:11+04:00

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, იმ ფონზე, როცა ქვეყნის სიახლოვეს ომი მძვინვარებს, ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების ფსონები ნათელია - ქვეყანა ომში არ უნდა ჩაერთოს.

მისი თქმით, უნგრეთს ჰყავს მთავრობა, რომელიც არ გაგზავნის ჯარისკაცებს და იარაღს უკრაინაში და არ დააფინასნებს კონფლიქტს.

„ჩვენს კართან ომი მძვინვარებს.უნგრეთს ჰყავს მთავრობა, რომელიც: არ გაგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში, არ გაუგზავნის იარაღს უკრაინაში, არ დააფინანსებს კონფლიქტს. მომავალი არჩევნების ფსონები ნათელია - უნგრეთი ამ ომში არ უნდა ჩაერთოს!“- აცხადებს ორბანი.