არჩილ გორდულაძე - კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს იმ სიმართლეს, რომლის აღიარება არ უნდათ არც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ არცერთ ადამიანს, არც მათთან მიტმასნილ პირებს - Palitra News

არჩილ გორდულაძე - კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს იმ სიმართლეს, რომლის აღიარება არ უნდათ არც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ არცერთ ადამიანს, არც მათთან მიტმასნილ პირებს

2026-03-11 15:46:41+04:00

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყანის პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. დელეგაცია, რომელიც საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა მოუწოდებს ყველა მხარეს, კონსტრუქციული ჩართულობისკენ და დიალოგის აღდგენისკენ მიმართული პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ. იმას, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი არ არსებობს ადასტურებს ქართული ოცნებაც. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება, რომელმაც დიალოგისთვის შექმნილ ინსტიტუტს, ანუ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ოპონენტები კი აცხადებენ, რომ არ არსებობს დიალოგისთვის არანაირი სივრცე, ვიდრე არ გადაიჭრება მთავარი პრობლემა: სამართლიანი არჩევნების საკითხი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.