ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-03-11 15:39:41+04:00

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, დებატების სახელწოდებაა - „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“. აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას ევროპარლამენტარები ხუთშაბათს, 12 მარტს კენჭს უყრიან. ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები "ქართული ოცნებისთვის" უინტერესოა. მმართველი გუნდის შეფასებით, სამარცხვინოა როცა საუბრობენ პოლიტიკურ პატიმრებზე მაშინ, როცა 4 წლის განმავლობაში საქართველოში რევოლუაციის 5 წარუმატებელი მცდელობა შედგა. ვინ რას ელოდება დებატებისგან? როგორია შეფასებები რამდენიმე საათით ადრე?