საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო რეპრესიული მიდგომის დასტურია. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელების საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ცვლილებები უპრეცედენტო დონემდე აფართოებს სახელმწიფო კონტროლს საქართველოში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე და ხელყოფს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. იმავეს ამტკიცებს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსიც. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ქართველ ხალხს ატყუებს და სინამდვილეში ქვეყანას არა აახლოებს, არამედ აშორებს ევროპის მომავალს. როგორ ეხმაურებიან ევროპელი ლიდერების განცხადებებს საქართველოში?