ოპოზიციურ ფლანზე ახალი კონფიგურაციისა და 9 პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილი ალიანსის საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა ასაკრძალი პარტიების სია გააფართოვოს - Palitra News

ოპოზიციურ ფლანზე ახალი კონფიგურაციისა და 9 პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილი ალიანსის საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა ასაკრძალი პარტიების სია გააფართოვოს

2026-03-11 15:47:23+04:00

ოპოზიციურ ფლანზე ახალი კონფიგურაციისა და 9 პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილი ალიანსის საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა ასაკრძალი პარტიების სია გააფართოვოს და დააკორექტიროს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი ის სარჩელი, რომლითაც ამ ეტაპზე სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დასჭირდებათ პარტიების დასახელებების შეცვლა, რადგან ალიანსში შემავალმა 9 პოლიტიკურმა პარტიამ ერთად გამოხატა საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით. ოპოზიციის შეფასებით კი ნათლად ჩანს თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობასა და კონსტიტუციას ანტიეროვნული მიზნების მისაღწევად.