თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ჯანდაცვის პოლიტიკაზე ისაუბრა. კახა კალაძე ამბობს რომ ლილოს მუნიციპალურ თავშესაფარში ამ დროისთვის 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, თუმცა მას 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. მერის განცხადებით, მოქალაქეს თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა. ლილოს თავშესაფრის მობინადრეთაგან ყველაზე ახალგაზრდა - 18 წლის მამაკაცია, ხოლო ყველაზე ხანდაზმული - 92 წლის ქალი.