ფრიდრიხ მერცი - გვაწუხებს ის, რომ აშკარად არ არის ირანში ომის სწრაფი და დამაჯერებელი დასასრულისკენ მიყვანის საერთო გეგმა, უსასრულო ომის ინტერესი არ გვაქვს - Palitra News

ფრიდრიხ მერცი - გვაწუხებს ის, რომ აშკარად არ არის ირანში ომის სწრაფი და დამაჯერებელი დასასრულისკენ მიყვანის საერთო გეგმა, უსასრულო ომის ინტერესი არ გვაქვს

2026-03-11 15:52:17+04:00

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, რომელშიც ისრაელისა და ირანის გარდა აშშ-ც აქტიურად არის ჩართული გრძელდება. ირანში აცხადებენ, რომ მათი შემდეგი სამიზნე რეგიონში აშშ-სა და ისრაელთან დაკავშირებული ეკონომიკური და საბანკო ობიექტები იქნება. ირანი აქტიურად უტევს ისრაელის ცენტრალურ და დასავლეთის ნაწილს. საკუთარ მოქალაქეებს კი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყების შემთხვევაში მომიტინგეებს ისე მოეპყრობიან, როგორც მტრებს. აქტიურ სამხედრო ოპერაციას ახორციელებს ისრაელიც, რომლის მთავარი სამიზნე - ,,ჰეზბოლას“ კუთვნილი ინფრასტრუქტურაა. ამავე დროს, აშშ საზღვაო დაპირისპირებაშია ირანთან. ბოლო ცნობებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ირანის 16 დამნაღმველი გემი გაანადგურეს. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები აქტიურად იუწყებიან ირანის მხრიდან განხორციელებულ საჰაერი დარტყმებზე.