ევროკავშირის ელჩებმა 19 ირანელი ჩინოვნიკისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცეს - Palitra News

ევროკავშირის ელჩებმა 19 ირანელი ჩინოვნიკისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცეს

2026-03-11 16:37:30+04:00

ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს ახალი სანქციები 19 ირანელი ოფიციალური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ევროკავშირი აგრძელებს ირანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. დღეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა დაამტკიცეს ახალი სანქციები რეჟიმის 19 ჩინოვნიკისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე“, - აცხადებს კალასი.

მისივე თქმით, ევროკავშირი დაიცავს თავის ინტერესებს და გააგრძელებს შიდა რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების დევნას.

„მაშინ, როცა ირანის ომი გრძელდება, ევროკავშირი დაიცავს თავის ინტერესებს და გააგრძელებს შიდა რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების დევნას. ეს ასევე გზავნილს უგზავნის თეირანს, რომ ირანის მომავალი რეპრესიებზე ვერ აშენდება“, - წერს კალასი.