ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, "ქართულ ოცნებას" დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების თხოვნით მიმართავს. რამდენად მოსალოდნელია რომ მმართველმა პარტიამ რეკომენდაცია გაითვალისწონოს და დაკავებულები დროზე ადრე გაათავისუფლოს? ამ კითხვაზე ოპოზიციური პარტიების განცხადებები პესიმისტურია, მათი შეფასებით პარტია "ქართული ოცნება" ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური მოქმედებებით ერთი მხრივ ქვეყნის დასავლეთისგან იზოლაციას მეორე მხრივ კი კრიტიკული ხმის ჩახშობას ცდილობს, მათივე შეფასებით ეუთოს მოთხოვნას "ქართული ოცნება" გარანტიების ან პოლიტიკური დივიდენდების მიღების გარეშე არ შეასრულებს.