ნიკოლ ფაშინიანი - ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა - ჩვენი თხოვნაა, კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს - Palitra News

ნიკოლ ფაშინიანი - ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა - ჩვენი თხოვნაა, კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს

2026-03-12 09:38:39+04:00

“სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა“- ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა. სომხეთი ევროკავშირსა და -საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესის განვითარებას ითხოვს. რისი თქმა სცადა ფაშინიანმა ამ გზავნილით? პოლიტიკოსები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ. ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიიჩნევს რომ დასანანია საქართველოს და ევროლავშირს შორის ურთიერთობის დაბრკოლებად მოხსენიება, მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში რეგიონში მოწინავე პოზიცია სწორედ ამ მიმართულებით ეკავა. ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილი კი მიიჩმევს რომ შესაძლებელია სომხეთის პრემიერ - მინნისტრის განცხადება, ნიკოლო ფაშინიანისა და ქართული ოცნების კონსულტაციების შედეგია.