"ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტპატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში" - ამ სახელოწოდებით გუშინ ევროპარლამენტში დებატები გაიმართა - Palitra News

"ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტპატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში" - ამ სახელოწოდებით გუშინ ევროპარლამენტში დებატები გაიმართა

2026-03-12 09:39:27+04:00

"ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტპატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში" - ამ სახელოწოდებით გუშინ ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. რეზოლუციას კენჭი დღეს უნდა უყარონ. რეზოლუციის ერთ-ერთმა ავტორმა რასა იუკნევიჩიანემ გამოსვლის დასაწყისშივე განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ხალხი განიცდის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს თავის უახლეს ისტორიაში, თუმცა საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული. ევროპარლამენტარებმა ტრიბუნიდან ხაზი გაუსვეს დემოკრატიის კუთხით არსებულ უარყოფით დინამიკას საქართველოში. „ჩვენი პირველი გზავნილი მიემართება საქართველოს ხელისუფლებას: ასეთი მოქმედებით, ასეთი კანონებით საქართველოს ნამდვილად არ გააჩნია სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისკენ - არც 2030-სთვის, როგორც ხელისუფლება აცხადებს და თუკი ეს კურსი შენარჩუნდება, საერთოდაც არ გააჩნია" - განაცხადა ევროპალრა,მეტარმა ვოპკე ჰუკსტრა.