გივი თარგამაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს - Palitra News

გივი თარგამაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

2026-03-12 10:39:21+04:00

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს. როგორც სუს-ში აღნიშნავენ, თარგამაძე გამოკითხვაზე 11:00 საათზეა დაბარებული, თუმცა რის საფუძველზე, ამას არ განმარტავენ.

ამასთან, "ინტერპრესნიუსს" გივი თარგამაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა, გივი თარგამაძე სუს-ში მივა.

სავარაუდოდ, გივი თარგამაძე სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული ირანის შესახებ მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.