ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ლიდერები განიხილავენ არსებულ ვითარებას, საფრანგეთისა და ევროპელი პარტნიორების მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხსა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის გზებს“, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ასევე, ელისეის სასახლეში აღნიშნეს, რომ საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიების საკითხზეც იმსჯელებენ.