2025 წელს საქართველოში 1 მილიარდ 688 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 7.6 პროცენტით მეტია 2024 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე - Palitra News

2025 წელს საქართველოში 1 მილიარდ 688 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 7.6 პროცენტით მეტია 2024 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე

2026-03-12 14:05:45+04:00

2025 წელს საქართველოში 1 მილიარდ 688 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 7.6 პროცენტით მეტია 2024 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით.საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის წინასწარი მონაცემებით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ დაახლოებით 602 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია, ხოლო რეინვესტიცია წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით მეტია და 1 მილიარდ 397 მლნ დოლარს გადააჭარბა. გასულს წელს ინვესტორი ქვეყნების ათეულში გაერთიანებული სამეფო ლიდერობდა- 334 მლნ დოლარით, მას მოსდევს თურქეთი 180 მლნ დოლარით, მესამე ადგილზე კი მალტაა დაახლოებით 174 მლნ დოლარით. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის წინასწარი მონაცემებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 40.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება ძირითად ეკონომიკის სექტორებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის თვალსაზრისით საფინანსო და სადაზღვევო სექტორი ლიდერობდა 607 მლნ დოლარით; მეორე ადგილზეა უძრავი ქონება - 185 მლნ დოლარით მომდევნო პოზიციებს კი ტრანსპორტი, დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია ინაწილებენ. სამი უმსხვილესი სექტორის წილმა განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით 56.8 პროცენტი შეადგინა.