ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, “ქართულ ოცნებას” დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების თხოვნით მიმართავს და პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს. პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგი არ არსებობას, ადასტურებ, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, თუმცა პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. "ქართული ოცნება" პოლარიზაციის ხელშემწყობად საპარლამენტო ბოიკოტს ასახელებს. ოპონენტები კი დიალოგს კონკრეტული პირობების, მათ შორის ახალი არჩევნების დანიშვნისა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებამდე არ აპირებენ.