შალვა პაპუაშვილი - რაც ევროპარლამენტში მოვისმინეთ, საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის გამეორება იყო! ევროკავშირი ხდება საბჭოთა შინაარსის - ჩვენ ვართ ევროკავშირის დამცველები და ევროპარლამენტარები, ევროკომისრები, მისი მტრები - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - რაც ევროპარლამენტში მოვისმინეთ, საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის გამეორება იყო! ევროკავშირი ხდება საბჭოთა შინაარსის - ჩვენ ვართ ევროკავშირის დამცველები და ევროპარლამენტარები, ევროკომისრები, მისი მტრები

2026-03-12 15:55:35+04:00

გზავნილები ევროპარლამენტისგან და შეფასებები საქართველოდან - ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ევროდეპუტატების კრიტიკა მიუღებელია. ელენე ხოშტარიას პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიება სახელისუფლებო გუნდმა, სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაპირისპირების წახალისებად შეაფასა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეფასებით, დღევანდელი ევროპარლამენტი თავისი ესთეტიკით, შინაარსით და ღირებულებებით საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობას დაემსგავსა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის კი დებატები ადასტურებს, რომ საქართველო გახდა სახელმწიფო, სადაც არ არის სტაბილურობა და მშვიდობიანი გარემო სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.