ასაკრძალ პარტიათა სიაში ახლა უკე შესაძლოა ახალი ოპოზიციური ალიანსი მოხვდეს. 9 პოლიტიკური ჯგუფის საკონსტიტუციო სარჩელის კორექტირების შესახებ "ქართული ოცნების" განცხადებებს, მუქარად აფასებს და მიიჩნევს, რომ მიზეზი ოპოზიციის ერთობისადმი მმართველი გუნდის შიშია. ალიანსი ქუჩის პროტესტის გაძლიერებასა და საერთაშორისო ვიზიტების გამართვას აანონსებს. როგორც ამბობენ, კონსულტაციები მიმდინარეობს ახალი ინტერნეტ პლატფორმის შექმნის თაობაზეც.