ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების გამო ქუთაისი-ტყიბულის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა - Palitra News

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების გამო ქუთაისი-ტყიბულის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

2026-03-12 16:06:15+04:00

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების გამო ქუთაისი-ტყიბულის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ადგილზე საავტომობილო გზა სრულად არის გადაკეტილი. ტყიბულის მერის, დავით კუბლაშვილის ინფორმაციით, სოფელში მეწყრის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა. განხორციელდა 38 ოჯახის ევაკუაცია მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით უზრუნველყოფს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გამომწვევი მიზეზების დასადგენად, სტიქიის ადგილზე გეოლოგების სამი ჯგუფი იმყოფება.