ისრაელს აშშ-ს და ირანს შორის დაწყებული კონფლიქტი გრძელდება - რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში და რა ბოლო ცნობები ვრცელდება რეგიონიდან - Palitra News

ისრაელს აშშ-ს და ირანს შორის დაწყებული კონფლიქტი გრძელდება - რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში და რა ბოლო ცნობები ვრცელდება რეგიონიდან

2026-03-12 16:06:49+04:00

ისრაელს აშშ-ს და ირანს შორის დაწყებული კონფლიქტი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ირანმა და მის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით კოორდინირებული თავდასხმა განახორციელეს. ამავდროულად, ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ მათ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილში მასშტაბური დარტყმები დაიწყეს. პარალელურად, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, საჰაერო თავდაცვის სისტემები ირანიდან გაშვებულ რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებენ. როგორც ცნობილი ხდება, ირანის ახალი სამიზნე ობიქეტები ისრაელთან და აშშ-სთან დაკავშირებული ეკონომიკური და საბანკო ობიექტებია. რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში და რა ბოლო ცნობები ვრცელდება რეგიონიდან

ისრაელს აშშ-ს და ირანს შორის დაწყებული კონფლიქტი გრძელდება - რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში და რა ბოლო ცნობები ვრცელდება რეგიონიდან