ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა პირველი განცხადება გაავრცელა.კერძოდ, ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მიმართვა ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.მოჯთაბა ხამენეი ირანელ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდებს.„ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილი დარჩება, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი“, - ნათქვამია ხამენეის განცხადებაში.ხამენეი აცხადებს, რომ რეგიონში არსებული აშშ-ის სამხედრო ბაზები უნდა დაიხუროს.„ხაზს ვუსვამთ იმას, რომ გარშემო არსებულ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები გვექნება. ჩვენ მათი მტრები არ ვართ და ჩვენი სამიზნე მხოლოდ ამერიკული ბაზებია“, - ნათქვამია მოჯთაბა ხამენეის წერილობით განცხადებაში.