ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს - Palitra News

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს

2026-03-12 19:45:31+04:00

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს.დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია:მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა.მომხსენებელის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა (ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება თქმა, რომ ძალადობა წამების დონეს აღწევდა), გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან.ანგარიშის თანახმად, მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებად იღებენ მიზანში.გარდა ამისა, ეს თავისუფლებები მეტისმეტად შეიზღუდა ადმინისტრაციული ზომების შემზღუდავი აღსრულებით, როგორებიცაა მაღალი ჯარიმები და ადმინისტრაციული დაკავება, ისევე, როგორც მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით.„ მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას. მთავრობისგან დამოუკიდებელი აქტორების მიმართ მტრული განწყობა კიდევ უფრო მძიმდება მამაკაცების დაუდგენელი ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის უკონტროლო შემთხვევებით, რომლებიც დროდადრო თავს ესხმიან მთავრობის კრიტიკოსებს, ხშირად საჯარო სივრცეებში და დღისით, აშკარად დაუსჯელად. ამ გარემოს ასევე განაპირობებს მთავრობასთან დაკავშირებული პირების ულმობელი, სტიგმატიზებაში რიტორიკა.გარდა ამისა, არსებობს გარკვეული შეშფოთება იმ პირების სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც სისხლით გასამართლების საფრთხის წინაშე დგანან რაიმე ფორმის განსხვავებული აზრის გამო,” - ნათქვამია ანგარიშშის წარდგენაში.ანგარიშის ერთ-ერთი სექციაში მოქცეულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის. საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები შემდგომ სექციებს მოიცავს:თავისუფალ არჩევნებზე - დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე;საჭირო ცვლილებების შეტანა არჩევნების ორგანიზებაში, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისად, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ანგარიშში გამოაქვეყნდა;გარე დამკვირვებლების მოწვევა (კერძოდ, ეუთო/ოდირის მისიის), რათა დააკვირდნენ სამომავლო არჩევნებს. მოწვევა საკმარისად ადრე უნდა გაიგზავნოს, რათა ოდირს შინაარსიანად შეეძლოს არჩევნების მისიის ჩატარება;თავი შეიკავონ ოპოზიციაზე ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან და დაშინებისა და მუქარების რიტორიკული კამპანიისგან;თავი შეიკავონ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცედურების უკანონო დაწყებისგან, რაც პოლიტიკურ პარტიებს კრძალავს;გაიწვიონ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ წამოყენებული უკანონ ბრალდებები (კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 318-ე და 319-ე მუხლებით)