ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ანგარიშის ავტორი, პროფესორი პატრიცია გჟებიკი აღნიშნავს, რომ გამოვლინდა მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და უფლებების დარღვევის სისტემური ხასიათი. დოკუმენტის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობამ შესაძლოა წამების ზღვარსაც მიაღწია, ხოლო ამ ქმედებების ჩამდენები თითქმის სრულად დაუსჯელები რჩებიან.ანგარიში მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად შეზღუდა გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, რასაც ხელი შეუწყო როგორც საკანონმდებლო ცვლილებებმა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ, ასევე მაღალი ჯარიმებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებამ.ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს, გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები, გამოიძიოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები და უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა. ეუთოს წევრ სახელმწიფოებს კი მოუწოდებს, განიხილონ მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესება. კიდევ რა წერია აღნიშნულ ანგარიშში, ასევე რას აცხადებენ ეუთოს საპარლამენტო ასამბელის წარმომადგენლები და როგორ ეხმაურებიან ამ საკითხს საქართველოში?