ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოქვეყნდა - Palitra News

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოქვეყნდა

2026-03-13 09:17:04+04:00

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, მანდატით განსაზღვრულ პერიოდში ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშში საუბარია დემონსტრანტების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევებზე, რომელიც დოკუმენტის თანახმად, ზოგიერთ ეპიზოდში შესაძლოა წამების დონესაც აღწევდეს, ხოლო შესაძლო დამნაშავეები დაუსჯელები რჩებიან. ანგარიშის ავტორის შეფასებით, ხელისუფლებამ ახალი კანონების მიღებით ეტაპობრივად შეზღუდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხსაც. ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დოკუმენტი ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო კრიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა.