ეუთოს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - Palitra News

ეუთოს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

2026-03-13 09:18:15+04:00

ეუთოს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას და ამ მიმართულებით არსებულ ვითარებაზე შეშფოთებას გამოხატავენ. რეკომენდაციებს შორისაა, ბოლო დროს მიღებული კანონების გაუქმება. ხელმომწერი ქვეყნები აღნიშნავენ, რომ შეუძლებელია ამ კანონების შესაბამისობაში მოყვანა მხოლოდ მცირე შესწორებებით. ამისთვის, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, აღადგინოს თანამშრომლობა ოდირთან და ვენეციის კომისიასთან.