აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანში 6 000 სამიზნეს დაარტყეს - Palitra News

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანში 6 000 სამიზნეს დაარტყეს

2026-03-13 09:20:32+04:00

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანში 6 000 სამიზნეს დაარტყეს. ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ამ სამიზნეებს შორის იყო 60-მდე გემი და 30 დამნამღმველი ხომალდი, რომლებიც განადგურდნენ ან დაზიანდნენ. სამიზნეებს შორის ასევე იყო სამეთაურო ცენტრები, იარაღის წარმოების ობიექტები, ბალისტიკური რაკეტების ცენტრები, წყალქვეშა ნავები და ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ცენტრალური სარდლობაასევე იუწყება, რომ ერაყში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამერიკული მხარის ინფორმაციით, ჩამოვარდა სამხედრო ტიპის თვითმფრინავი. ამჟამად დასავლეთ ერაყში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შემთხვევა, სამხედროების განცხადებით, ე.წ. მეგობრულ საჰაერო სივრცეში მოხდა. ახლოაღმოსავლეთში კონფლიქტი უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს.