ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა - ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ - Palitra News

ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა - ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

2026-03-13 11:02:59+04:00

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგოს გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ.

არსებული ინფორმაციით, 20 წლის ლიკა ტალახაძემ ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა, რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარის გამო, ხმაური იყო ექსპერტიზის ბიუროსთან. ახლობლები, ქალის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.