როგორ მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი - Palitra News

როგორ მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი

2026-03-13 12:41:11+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურას ორი მოწმე - ოპერატიული მუშაკი ჰყავს წარმოდგენილი. სხდომას მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი ესწრება. ლევან ხაბეიშვილს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავებიან.