ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება და ირანში მიმდინარე ომის ბოლო ცნობები - Palitra News

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება და ირანში მიმდინარე ომის ბოლო ცნობები

2026-03-13 12:44:34+04:00

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ბოლო 24 საათში სარაკეტო და საჰაერო შეტევები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა - ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებს ბომბავს, ირანი კი რეგიონში სარაკეტო და დრონებით დარტყმებს ახორციელებს. შეტევები ვრცელდება სპარსეთის ყურის ქვეყნებზეც. ირანული მხარე შურისძიებით იმუქრება და ზარალისთვის კომპენსაციას ითხოვს. მოჯთაბა ჰამენეი პირველ ოფიციალურ განცხადებაში მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდებს, სამიზნედ კი ამერიკულ ბაზებს აცხადებს.