საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია კვლავ შეფასებების თემაა. დოკუმენტში ევროპარლამენტარები ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ. რეზოლუციაში ყურადღება ეთმობა პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შესაძლო შემთხვევებს, საპროტესტო აქციების მართვასა და მედიის თავისუფლების საკითხებს. მმართველი გუნდისთვის რეზოლუცია ცრუ ინფორმაციებზე აგებული დოკუმენტია. ქართული ოცნება ევროდეპუტატების ნაწილს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს, ფიქრობენ, რომ ამ შინაარსის რეზოლუციების შედეგი საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გაღრმავებაა. ოპოზიციაში კი ამბბენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა ქვეყანაში არსებული პრობლემების შედეგია.