ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის თანახმად საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. დოკუმენტში გაკრიტიკებულია ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა. თავისუფალი არჩვენების თაობაზე საქართველოს მისამართით გაცემულია რეკომენცია - ჩატარდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება ყველა იმ ბრალდებაზე, რომელიც არჩევნების დარღვევების შესახებ არსებობს. მისია მოუწოდებს საქართველოს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” შესწორებები უნდა გაიწვიოს ან მინიმუმ შეასწოროს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ოპოზიცია აცხადებს, რომ ანგარიში იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვინმე ელოდა. საქართველოს ხელისუფლების შეფასებით კი ანგარიში აბსოლუტურად ტყუილებზე დაფუძნებული, მიკერძოებული დოკუმენტია.