კვლავ შეფასებების თემაა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მორიგი მომზადებული რეზოლუცია სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის მსგავსად ამ რეზოლუაციაშიც ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გააუქმოს შემზღუდველი კანონები და და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა. „ქართული ოცნება“ ევროდეპუტატების ნაწილს ორმაგ სტანდარტსა და ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა ქვეყანაში არსებული პრობლემების შედეგია.