ფრიდრიხ მერცი აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებაზე - ეს არასწორია, მაინტერესებს, რა ფაქტორებმა აიძულა აშშ-ის მთავრობა ეს გადაწყვეტილება მიეღო - Palitra News

ფრიდრიხ მერცი აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებაზე - ეს არასწორია, მაინტერესებს, რა ფაქტორებმა აიძულა აშშ-ის მთავრობა ეს გადაწყვეტილება მიეღო

2026-03-13 16:26:52+04:00

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„მიგვაჩნია, რომ ეს არასწორია. ამჟამად პრობლემაა ფასებთან დაკავშირებით და არა მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, მაინტერესებს, რა სხვა ფაქტორებმა აიძულა აშშ-ის მთავრობა ეს გადაწყვეტილება მიეღო“, - განაცხადა მერცმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია აშშ-ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე ომში არ მონაწილეობს.

„კიდევ ერთხელ ნათლად განვაცხადო: გერმანია არ არის ამ ომის ნაწილი და არ გვსურს ერთ-ერთი მათგანი გავხდეთ“, - განაცხადა მერცმა.

ცნობისთვის, აშშ-მა ქვეყნებს უფლება მისცა შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაში გემებზეა დატვირთული.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს არის დროებითი ზომა, რომელიც 11 აპრილამდე იმოქმედებს და რომელიც ომის დროს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამასთან, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სპეციალურად ინდოეთისთვის 30-დღიანი შეღავათი გასცა, რაც ქვეყანას ზღვაში ჩარჩენილი რუსული ნავთობის შეძენის საშუალებას აძლევს.