ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე გამოქვეყნებულ ანგარიშს ქვეყანაში მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია დოკუმენტს მძიმე დასკვნად მიიჩნევს, ხელისუფლება კი მას მიკერძოებულსა და ტყუილებზე დაფუძნებულს უწოდებს.ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ანგარიში იმაზე კრიტიკული აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ფარულავას შეფასებით, დოკუმენტი ასახავს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს, ძალადობასა და განსხვავებული აზრის დევნას, რასაც ხელისუფლება ახორციელებს.მმართველ პარტიაში კი ამ ბრალდებებს უარყოფენ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ანგარიში არ არის სამართლებრივი დასკვნა და ის მხოლოდ პოლიტიკური შეფასებების კრებულია. თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამ დოკუმენტს, ვციტირებთ კალაძეს, „სრული ბოდვა“ უწოდა და ქვეყნის შიდა პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად განსაზღვრავს.