რაც შეეხება უშუალოდ მოსკოვის მექანიზმს - ის ეუთოს ადამიანური განზომილების ინსტრუმენტია, რომლის ამოქმედებაც წევრ სახელმწიფოებს მაშინ შეუძლიათ, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ვითარებაზე სერიოზული კითხვები ჩნდება. ასეთ შემთხვევაში ინიშნება დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც ფაქტებს სწავლობს და შეფასებებსა და რეკომენდაციებს ამზადებს.საქართველოს შემთხვევაში მისიის მომხსენებელი პოლონელი პროფესორი პატრიცია გჟებიკი იყო. მისი შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის ნიშნები გამოიკვეთა, მათ შორის ძალადობა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.ანგარიში ასევე რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, ეუთოს წევრ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის, კანონმდებლობის ცვლილებისა და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფის მიმართულებით. კიდევ რას ითვალისწინებს ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმი?