ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს და ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს. განცხადება სოციალურ ქსელში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროპარლამენტმა ახალი რეზოლუცია მიიღო.დოკუმენტი გამოქვეყნდა სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“. რეზოლუციაში კი აღნიშნულია, რომ საქართველოში იზღუდება საპროტესტო აქციები, მიმდინარეობს ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავება და ძლიერდება რუსული გავლენა.ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააუქმოს შემზღუდველი კანონები და უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა. მსგავსი მოწოდებები ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშშიც იყო ასახული.მმართველ პარტიაში კრიტიკას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარების ნაწილი ორმაგ სტანდარტს იყენებს და ქვეყანაში დაპირისპირებას ახალისებს. ოპოზიციის შეფასებით კი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა საქართველოში არსებულ პრობლემებს ასახავს.