ოპოზიციური ალიანსის შექმნის შემდეგ მმართველ გუნდში საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილი სარჩელის კორექტირებაზე ალაპარაკდნენ. საუბარია იმ საქმეზე, რომლის ფარგლებში ხელისუფლება რამდენიმე ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.უმრავლესობის წარმომადგენლების განმარტებით, ცვლილებების საჭიროება შესაძლოა ოპოზიციური ძალების ახალი პოლიტიკური კონფიგურაციით იყოს განპირობებული. მათი თქმით, სარჩელის დაზუსტება სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება.ოპოზიციაში განსხვავებულ შეფასებას აკეთებენ. ოპონენტების აზრით, ხელისუფლება ოპოზიციის გაერთიანებით შექმნილ ახალ ძალას აშინებს და სწორედ ამიტომ ცდილობს სასამართლო გზით პოლიტიკური ველიდან იმ პარტიების ჩამოშორებას, რომლებიც მმართველი გუნდისთვის სერიოზულ კონკურენციას წარმოადგენენ.