ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება და რეგიონში უსაფრთხოების ვითარება კვლავ დაძაბულია - რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში და რას ამბობენ ამ თემაზე მსოფლიო ლიდერები? - Palitra News

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება და რეგიონში უსაფრთხოების ვითარება კვლავ დაძაბულია - რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში და რას ამბობენ ამ თემაზე მსოფლიო ლიდერები?

2026-03-13 20:59:36+04:00

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება და რეგიონში უსაფრთხოების ვითარება კვლავ დაძაბულია. აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, დღეს ირანში ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება. მანვე აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე ცოტა რაკეტა გაუშვა. ამასთანავე, ჰეგსეთი აღნიშნავს, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების ძირითადი ინფრასტრუქტურა უკვე განადგურებულია.ამ ფონზე, ნატო-ში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის მიმართულებით გაშვებული ირანული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. მანამდე თურქეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ ნატოს სისტემებმა ირანიდან გაშვებული მესამე ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალეს.მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტიც. ემანუელ მაკრონის განცხადებით, ირანში მიმდინარე ომი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პოლიტიკას არ შეცვლის და ეს „დიდი შვიდეულის“, საფრანგეთისა და ევროპის საერთო პოზიციაა. რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში და რას ამბობენ ამ თემაზე მსოფლიო ლიდერები?