ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შემდეგ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სარჩელში შესაძლო ცვლილებებზე საუბრობს - Palitra News

ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შემდეგ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სარჩელში შესაძლო ცვლილებებზე საუბრობს

2026-03-14 12:57:59+04:00

ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შემდეგ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სარჩელში შესაძლო ცვლილებებზე საუბრობს. საუბარია ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი აკრძალვის შესაძლებლობაზე.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ მმართველი პარტია დააფრთხო. მათი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს პოლიტიკური კონკურენტები პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორდეს.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციური კოალიციის შექმნამ შესაძლოა სარჩელის შინაარსზე გავლენა მოახდინოს. მათი თქმით, გარკვეული ოპოზიციური ძალების მოქმედებები შესაძლოა არაკონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოსთან შეუთავსებელ ქმედებებს შეიცავდეს. სწორედ ამიტომ, როგორც ხელისუფლებაში განმარტავენ, საკონსტიტუციო პროცესში ცვლილებების საკითხი განიხილება.