ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა სხვადასხვა რეგიონში 15 პირი დააკავეს - Palitra News

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა სხვადასხვა რეგიონში 15 პირი დააკავეს

2026-03-14 12:59:23+04:00

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა სხვადასხვა რეგიონში 15 პირი დააკავეს. ოპერაცია თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ჩაატარეს.დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის წარსულში ნასამართლევი პირებიც. მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.ჩხრეკების შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები, მათ შორის გამომშრალი მარიხუანა, მეფედრონი, კოკაინი, ალფა-პვპ, თებაინი, მეთადონი და ბუპრენორფინი. ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ რეალიზაციით მიღებული თანხა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.