ზოგადი განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე განათლების მინისტრი გივი მიქანაძე თელავში კახეთის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა - Palitra News

ზოგადი განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე განათლების მინისტრი გივი მიქანაძე თელავში კახეთის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

2026-03-14 12:59:56+04:00

ზოგადი განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე განათლების მინისტრი გივი მიქანაძე თელავში კახეთის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა განათლების სისტემის პრიორიტეტული მიმართულებები და სკოლებში დაგეგმილი ცვლილებები განიხილა.

გივი მიქანაძის განცხადებით, რეფორმების ეფექტიანად განხორციელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მშობელთა აქტიურ მონაწილეობას. მისივე განმარტებით, სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობა მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებასა და განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მინისტრისთვის კითხვები დაესვათ და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მსგავსი შეხვედრები განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის გასაძლიერებლად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც გაიმართება.