ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. სამუშაო შეხვედრაზე სააგენტოს ვეტერინარებმა პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები დეტალურად წარადგინეს.უწყებაში განმარტავენ, რომ პროგრამის მთავარი მიზანი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ცხოველთა კეთილდღეობის დაცვა და ცოფის პრევენციაა. დაგეგმილია როგორც პატრონიანი, ისე მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და სტერილიზაცია.პროგრამა ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების ჩიპირებასა და ერთიან ბაზაში აღრიცხვასაც, რაც ცხოველების ქუჩაში მიტოვების შემთხვევების შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი. მიუსაფარი ძაღლების მასობრივი სტერილიზაცია კი მათი უკონტროლო გამრავლების პრევენციას ემსახურება.სააგენტოს განცხადებით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისთვის მომავალშიც გაგრძელდება.