ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე გამოქვეყნებულ ანგარიშს პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა - Palitra News

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე გამოქვეყნებულ ანგარიშს პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა

2026-03-14 13:02:29+04:00

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე გამოქვეყნებულ ანგარიშს პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი შეფასებები მათ მოლოდინებს ემთხვევა და ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ მძიმე სურათს წარმოაჩენს. მათივე განმარტებით, აღნიშნულ დასკვნაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, ანგარიშში ობიექტურად არის ასახული ის ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება მოქალაქეების წინააღმდეგ დგამს.

ამავდროულად, განსხვავებულია მმართველ პარტიაში შეფასებები. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დოკუმენტი სამართლებრივი დასკვნა არაა და მასში მოცემული ბრალდებები პოლიტიკურად მიკერძოებული და დაუსაბუთებელია.

ეუთოს 24 წევრი ქვეყანა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში წარმოდგენილი რეკომენდაციები სრულად შეასრულოს. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის ნიშნები დაფიქსირდა.