ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის შეფასებით, დოკუმენტი ქვეყნისთვის მძიმეა, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სწორად ასახვას წარმოადგენს. ევროდეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები გააუქმოს და საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები გაათავისუფლოს.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ევროპარლამენტის რეკომენდაციებს არ შეასრულებს. მათივე განცხადებით, დასავლეთის მხრიდან სანქციების შესაძლო გამკაცრებაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება, ხოლო საერთაშორისო პარტნიორები მხარდაჭერას ქართველ ხალხს გამოუცხადებენ.
ხელისუფლებაში რეზოლუციას მკაცრად აკრიტიკებენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, ევროპარლამენტარები ორმაგ სტანდარტს იყენებენ და დანაშაულს ახალისებენ. მათი თქმით, საქართველო გადაწყვეტილებებს გარე ძალების გავლენით არ იღებს და მთავარი პრიორიტეტი შიდა პოლიტიკაა.