მიმდინარე განათლების რეფორმის წინააღმდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილი გამოდის და რეფორმის კონცეფციის მიმართ 14 კონტრარგუმენტს აქვეყნებს - Palitra News

მიმდინარე განათლების რეფორმის წინააღმდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილი გამოდის და რეფორმის კონცეფციის მიმართ 14 კონტრარგუმენტს აქვეყნებს

2026-03-14 19:01:27+04:00

მიმდინარე განათლების რეფორმის წინააღმდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილი გამოდის და რეფორმის კონცეფციის მიმართ 14 კონტრარგუმენტს აქვეყნებს. მათი შეფასებით, წარმოდგენილი დოკუმენტი საზოგადოებას იმ რისკებსა და საფრთხეებზე აფრთხილებს, რაც განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების ამ ფორმით გაგრძელებას შეიძლება მოჰყვეს. პროფესორებმა ასევე წარმოადგინეს რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც, მათი თქმით, მიმდინარე პროცესის შესაძლო უარყოფით შედეგებს შეამცირებს. აკადემიური წრეების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოქმედი რეფორმა აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტების ავტონომიის პრინციპებთან შეუსაბამოა და განათლების სფეროში დამატებით პრობლემებს შექმნის, თუ ის ამ ფორმით გაგრძელდება.