ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს, 16 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ - Palitra News

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს, 16 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

2026-03-14 20:06:32+04:00

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს, 16 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრაზე მინისტრები ასევე იმსჯელებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე.

ამავდროულად, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში კვლავ აქტიურად განიხილავენ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას. ოპოზიციის განცხადებით, დოკუმენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რეალისტურად ასახავს, თუმცა ქვეყნისთვის მძიმე შეფასებებს შეიცავს. ევროდეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გააუქმოს ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები გაათავისუფლოს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი რეზოლუციას მკაცრად აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარები ორმაგ სტანდარტს იყენებენ და დანაშაულს ახალისებენ.