ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანების ფონზე მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სარჩელში ცვლილებების შესაძლებლობას განიხილავს - საუბარია იმაზე, რომ გარკვეული ოპოზიციური ძალები შესაძლოა არაკონსტიტუციურად გამოცხადდნენ და მათი საქმიანობა აიკრძალოს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ მმართველი პარტია შეაშინა და ამის საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ ცდილობს ოპოზიციური ძალები პოლიტიკურ სივრცეს ჩამოაშოროს. ამის საპასუხოდ, „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნულ ვითარებას განსხვავებულად აფასებენ. უმრავლესობის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მოქმედება შესაძლოა არაკონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოსთან შეუთავსებელ ქმედებებს შეიცავდეს, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელის შეცვლის საკითხს ნამდვილად განიხილავენ.