დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ - Palitra News

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ

2026-03-16 09:14:41+04:00

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ. როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში ვკითხულობთ, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, უკრაინაში მიმდნარე ომსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციასთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებიც იქნება. ხელისუფლების ოპონენტები მკაცრი და კრიტიკული შეფასებების მოლოდინში არიან. ფიქრობენ, რომ მხარეები ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშსაც მიმოიხილავენ.