აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს წევრი ევროპელი მოკავშირეებისა და ჩინეთისგან მოითხოვს, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების დაცვაში ჩაერთონ. 15 მარტს პრეზიდენტმა ტრამპმა გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ თუ მოკავშირეები უარს იტყვიან დახმარებაზე ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეს ნატოს მომავლისთვის „ძალიან ცუდი“ იქნება. ტრამპის თქმით, აშშ ვალდებული არ იყო ევროპელებს დახმარებოდა უკრაინის გამო, რადგან უკრაინა ამერიკისგან ათასობით მილითაა დაშორებული, მაგრამ დაეხმარა. დონალდ ტრამპის თანახმად, ჰორმუზის სრუტის დაცვაზე უნდა ზრუნავდნენ ქვეყნები, რომლებსაც ამ სრუტიდან ყველაზე დიდი სარგებელი აქვთ.