ყაზახეთში გამართულ რეფერენდუმზე, ეგზიტპოლების თანახმად, ამომრჩეველთა უმრავლესობამ ახალი კონსტიტუციის დამტკიცებას მისცა ხმა. მედიის ინფორმაციით, ეგზიტპოლების თანახმად, ახალმა კონსტიტუციამ, შესაძლოა, ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს საშუალება მისცეს, 2029 წლის შემდეგაც ხელისუფლებაში დარჩეს. ორი ეგზიტპოლის თანახმად, ამომრჩეველთა დაახლოებით 87 პროცენტმა მხარი დაუჭირა ახალ კონსტიტუციას. ახალი კონსტიტუცია აადვილებს ქვეყნის პარლამენტის ფუნქციონირებას და აღადგენს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, რომელიც 1996 წელს გაუქმდა. ის პრეზიდენტს აძლევს ვიცე-პრეზიდენტის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების დანიშვნის უფლებას.
როგორც ძველი, ასევე ახალი კონსტიტუციები პრეზიდენტის ვადას ერთი, შვიდწლიანი ვადით ზღუდავს, რაც ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წელს შემოიღო.